← ყველა ვაკანსია

ხარისხის კონტროლის ინსპექტორი

პრაიმ ბეტონი · ფოთი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე. "პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლის ინსპექტორისამუშაო ადგილი: ფოთი (ფოთის პორტის მშენებლობა) სამუშაო განაკვეთი: სრული ჩვენ გთავაზოვბთ: მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოსპროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობასკონკურენტულ სამუშაო პირობებს საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;სამშენებლო სექტორში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია ბეტონთან მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა;MS Office პროგრამების ცოდნა. მოვალეობები: ხარისხის კონტროლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების განხორციელება;ბეტონის, არმირების, ყალიბების, ხიმინჯების, მიწის სამუშაოებისა და სხვა სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ინსპექტირება;საველე და ლაბორატორიული ტესტირების პროცესების მონიტორინგი და შედეგების დაფიქსირება;აღმოჩენილი შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება, ხარისხის კონტროლის მენეჯერის ინფორმირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა პროექტის სპეციფიკაციის/მეთოდოლოგიის შესაბამისად;ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შემოწმება;სატესტო ლაბორატორიასთან კონტაქტი და კოორდინაცია;დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება საველე პირობებში და მიღებული შედეგების ასახვა ელექტრონულად;რეპორტინგის მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და პროექტის გუნდთან;დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;პროექტის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის დადგენა და ნებისმიერი კრიტიკული საკითხის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;გამართული კომუნიკაციის უნარი. თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ.მისამართზე: vacancy@primeconcrete.geსათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

განაცხადის გაგზავნა →