პიცის მცხობელი
გუდვილი · თბილისი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
ცომის დამუშავება, მომზადება და გაბრტყლება;პიცისთვის საჭირო პროდუქტების დაჭრა, დახარისხება, შემოწმება და განკუთვნილ ჭურჭელში ჩალაგება;პიცის გამოცხობა ტექოლოგიური ბარათის მიხედვით;სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: საბურთალო;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/j0PZJI