იმპორტის მერჩენდაიზერი
გუდვილი · თბილისი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ფუნქცია მოვალეობები:
სავაჭრო დარბაზში იმპორტირებული პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი;პერიოდულად, პროგრამული ვადების მიხედვით პროდუქციის ვარგისიანობის მონიტორინგი;პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი (ფასმაჩვენებლები, განლაგება, სისუფთავე);პროდუქციის გადალაგება მერჩენდაიზინგის პრინციპების თანახმად (უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით);
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე;ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიდი დიღომი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KO0wxBX
გისურვებთ წარმატებას!