ქოლ-ცენტრის ოპერატორი
შაომის ავტორიზებული მისთორი · თბილისი
Apple-ის ოფიციალური ავტირიზებული ტექნიკის ქსელი iTechnics და ჭკვიანი ტექნიკის ქსელი Mstore აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)
ძირითადი მოვალეობები
შემომავალ ზარებზე პასუხი;მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე;კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა;პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით;შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია;ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს საბაზისო დონეზე;ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია თანამშრომელს სთავაზობს
ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ს;მეგობრულ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.