F&B სუპერვაიზერი
სასტუმრო - იოტა · თბილისი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი “IOTA HOTELS” აცხადებს ვაკანსიას, F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.
“IOTA”- აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლირესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვათანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნითმაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფამომსახურების ხარისხის კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვითმარაგების კონტროლიშრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგირესტორნის შინაგანაწესით დადგენილი მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/განხორციელებადროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლებააუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზეუპირატესობად ჩაითვლება პროგრამა „Fina” -ს ცოდნარესტორნის ოპერირების სქემის, ბუფეტის ტიპის კვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნაინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები:
დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობამიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობადროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარიორგანიზებულობაპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობასტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებასმაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვისთბილ და მეგობრულ გარემოსჯანმრთელობის დაზღვევასკვებით უზრუნველყოფასკონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (“F&B სუპერვაიზერის “), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!