← ყველა ვაკანსია

Technician - Ozurgeti

LTD BS/2 Georgia · ოზურგეთი

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით - ოზურგეთში. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.  ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაციატექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლებამოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვამოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმებაATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვაEFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →