← ყველა ვაკანსია

Warehouse employee

LTD BS/2 Georgia · თბილისი

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More  ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V 09:00-18:00.ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.ძირითადი მოვალეობები: საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა;საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება;სამეურნეო საქონლის შესყიდვა და დასაწყობება;პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;საქონლის შიდა პროცედურების შესაბამისად განთავსება და მარკირება;მიწოდებასა და ლოჯისტიკის სხვა საკითხებში მონაწილეობა;ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;საოფისე პროგრამების ცოდნა;სასურველია კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;უცხო ენების ფლობა: რუსული კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა) ჩვენ გთავაზობთ: · პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;· ჯანმრთელობის დაზღვევას;· საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;· Fitpass ბარათს.

განაცხადის გაგზავნა →