Call Center Operator
JSC TBC Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სატელეფონო ცენტრის ოპერატორის (არასამედიცინო დაზღვევის) ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბგანაკვეთი: შერეული.
შენი, მთავარი ფუნქციები იქნება:
ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი;კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის პირებთან;მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა;საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;რუსული და ინგლისური ენები იცი მაღალ დონეზე;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხიმგებლიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 8 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.