← ყველა ვაკანსია

Business Analyst

JSC TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც ბიზნესის ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება: ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის მოთხოვნის ანალიზი;მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა; დიდი მოცულობის და კომპლექსური მონაცემების შეგროვება, რომელიც აკმაყოფილებს პორტფელების ბიზნეს მოთხოვნებს;მიღებული ბიზნეს მოთხოვნის დადოკუმენტირება;გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი;საბოლოო რეპორტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;შიდა პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება (მანუალური პროცესების ავტომატიზირება);ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის საფუძველზე Power BI-ში და MS Excel-ში რეპორტების აწყობა ბიზნეს ანალიტიკის გუნდის ზედამხედველობით;ბიზნეს ერთეულებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება და რეპორტინგი SQL-ის გამოყენებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება მათემატიკის/ინფორმატიკის/ბიზნესის მიმართულებით (ბაკალავრი);MS Excel, SQL მონაცემთა ბაზებსა და Power BI-ში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია Python-ში მუშაობის მცირე გამოცდილება (pandas, NumPy, matplotlib)ინგლისური ენის ცოდნა;MS Office აპლიკაციების მაღალ დონეზე ცოდნა; ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →