Life Insurance Sales Mentor
JSC TBC Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენტორის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24 ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ; პარასკევი 10:00 - 17:00 სთ; შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
შენი, როგორც სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენტორის მთავარი ფუნქციები იქნება:
ზედამხედველობა განყოფილების მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე და გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;მოვალეობების განაწილება გუნდის თანამშრომლებს შორის და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;გაყიდვებში აქტიური ჩართულობა, მართვა და კონტროლი; პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოების თაობაზე;გუნდის დაკომპლექტება;დებიტორული დავალიანებების გასწორება და კონტროლი;
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;გაქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(ჩაითვლება უპირატესობად);საოფისე პროგრამების ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგორგანიზებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 8 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.