Retail Sales manager - Tbilisi
JSC TBC Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, საცალო გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი, 10:00-17:00 სთშრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი
შენი, როგორც საცალო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
გამოგვეხმაურე, თუ
გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი;გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;იცი საოფისე პროგრამები
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;დეტალებზე ორიენტირებულს;ორგანიზებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს