Junior Business Analyst
JSC TBC Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების განყოფილებაში, უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც უმცროსი ბიზნესის ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება:
კორპორატიული ბიზნესის გაყიდვების განყოფილებაში არსებული დავალებების/პროექტების მოთხოვნის ანალიზი;საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ინიცირება;მიღებული ბიზნეს მოთხოვნის დადოკუმენტირება;გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი;საბოლოო რეპორტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;კორპორატიული ბიზნესის განყოფილებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის საფუძველზე Power BI-ში და MS Excel-ში რეპორტების აწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მათემატიკის/ინფორმატიკის/ბიზნესის მიმართულებით (ბაკალავრი);Power BI და MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;სასურველია MS SQL / PL SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.