Head of Digital Development Department
JSC TBC Insurance
თუ გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ციფრული განვითარების განყოფილების უფროსის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ციფრული განვითარების განყოფილების უფროსის მთავარი ფუნქციები იქნება:
გუნდის მართვა
გუნდის კოორდინაცია, ამოცანების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;თანამშრომლების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა.
ციფრული მარკეტინგი
ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების ჭრილში;კამპანიების (social media, Google Ads, remarketing) დაგეგმვა, შესრულება და ოპტიმიზაცია;სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;კონტენტისა და მარკეტინგული მასალების შექმნის კოორდინაცია;ბრენდის სტრატეგიის დაცვა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;SEO ოპტიმიზაცია და ციფრულ არხებში პოზიციების გაუმჯობესება.
ციფრული გაყიდვები
ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;ლიდების გენერაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა ციფრული არხის მეშვეობით;ციფრულ არხებში პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა;კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაცია.
ანალიტიკა
ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ინიციატივების ინიცირება;მომხმარებლის ქცევის და არხების ეფექტიანობის შეფასება.
საპროექტო მიმართულება
ციფრული პლატფორმებისა და სერვისების განვითარებაში მონაწილეობა და ინიციატივების წარდგენა;პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მხარდაჭერა;ინოვაციური პროექტების ინიცირება და განხორციელებაში ჩართულობა.
ბიუჯეტირება და მონიტორინგი
ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;კამპანიების, არხებისა და გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება;KPI-ების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მათემატიკის, ბიზნესის, მარკეტინგის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;სასურველია მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;პროფესიული კურსები / სერთიფიკატები: Analytics, Google Adwords, Facebook Ad Manager;ინგლისური ენის ცოდნა;MS Office პროგრამების ცოდნა.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.