← ყველა ვაკანსია

Junior Underwriter

JSC TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე მოტორის მიმართულებით.  სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ; ხელშეკრულების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება, 6-9 თვიანი ვადით(დეკრეტის შემცვლელი). შენი, როგორც უმცროსი ანდერაიტერის (მოტორი) მთავარი ფუნქციები იქნება: გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან;პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება (მუშა პროცესი, ტარიფიკაცია, შეზღუდვები და ა.შ.);დაზღვევის პროცესის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება;სამუშაო პროცესის და პროდუქტების გაუმჯობესებაზე მუშაობა, ინიციატივების მომზადება;კონკრეტული მომხმარებლისთვის შესათავაზებელი სადაზღვევო პროდუქტის პარამეტრების განსაზღვრა;ზარალების განყოფილებასთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულების დაზღვევის პროდუქტებზე;დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).იცი ინგლისური ენა;იცი MS Office პროგრამები და მათ შორის Excel მაღალ დონეზე;იცი მათემატიკური საფუძვლები; ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს; როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →