← ყველა ვაკანსია

Junior Claims Manager

JSC TBC Insurance

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას სიცოცხლისა და პერსონალური რისკების სადაზღვევო შემთხვევების უმცროსი მენეჯერისპოზიციაზე, სამედიცინო და სიცოცხლის ანდერაიტინგის განყოფილებაში.   სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი მთავარი ფუნქციები იქნება: სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვა და დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება: სიცოცხლის დაზღვევა, უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და სამოგზაურო დაზღვევა;წერილობითი და/ან ვერბალური კომუნიკაცია დაზღვეულებთან / დაზღვეულების წარმომადგენლებთან, სადაზღვევო შემთხვევების მართვის მიზნებისთვის;განსახილველი შემთხვევების, მათ შორის, პროგრამული სტატუსის და ხანდაზმულობის კონტროლი სადაზღვევო შემთხვევების მიმართულებით;კომუნიკაცია სამოგზაურო დაზღვევის საერთაშორისო ასისტანსთან, სადაზღვევო შემთხვევების მართვის მიმართულებით;სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვა როგორც სამუშაო პროგრამის შესაბამის მოდულში, ასევე განყოფილების მიერ შემუშავებულ სააღრიცხვო ფორმატში;საჭიროებისამებრ სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია სამკურნალო ფაკულტეტი);გაქვს სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);იცი ინგლისური ენა;იცი MS Office პროგრამები და მათ შორის Excel მაღალ დონეზე. ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს; როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →