← ყველა ვაკანსია

Accountant (Redmed)

JSC TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა სს „თიბისი დაზღვევა“ შვილობილი კომპანიისთვის (რედმედი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ; მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დისტანციური); ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო/ეროვნული სტანდარტების შესაბამისად;პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის კონტროლი, დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;საბანკო გადარიცხვების წარმოება;ძირითადი საშუალებების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გადამოწმება და წარდგენა (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი და სხვა);სახელფასო უწყისების მომზადება და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა;ფინანსური ანალიზების, მენეჯერული ანგარიშებისა და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;სრული საბუღალტრო ციკლის წარმოების გამოცდილება;საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;RS.ge-სა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;დეტალებზე ორიენტირებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;  სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →