← ყველა ვაკანსია

Order Coordinator

JSC Goodwill

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები:ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და გადანაწილება;ობიექტებზე გასაგზავნი შეკვეთების მომზადება;შეკვეთების შემოწმება და კოორდინირება ტრანსპორტში ჩატვირთვამდე;წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შეკვეთის ფორმის დარიგება საამქროებში;წარმოებაში არსებული ნედლეულის ნაშთების შემოწმება და კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები:პასუხისმგებლობის გრძნობა;ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები:გრაფიკი: კვირაში 40 საათი;ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიდი დიღომი (ფარნავაზ მეფის გამზირი N1);ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →