← ყველა ვაკანსია

warehouse operator

JSC Goodwill

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები:შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება;ფიზიკური სამუშაოს შესრულება;მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი.  ძირითადი მოთხოვნები:მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1200 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: თბილისი, ბათუმი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →