Supervisor
JSC Goodwill · თბილისი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია მოვალეობები:ხილ-ბოსტნეულის სექციის მონიტორინგი;ხილ-ბოსტნეულის სექციაში პროდუქციის განლაგების წესის დაცვა;ვადების აღრიცხვა და კონტროლი;მომხმარებლისთვის საჭიროების შემთხვევაში მომსახურების გაწევა;სექციონერებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული საქმის შემოწმება/მონიტორინგი;
ძირითადი მოთხოვნები:პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში,ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: საბურთალო;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 595 22 71 84
გისურვებთ წარმატებას!