Service Desk Operator
LTD BS/2 Georgia · თბილისი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვის დესკის ოპერატორი.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)სამუშაო დრო: დინამიური გრაფიკი - თვეში არაუმეტეს 160 საათისაანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები)
პოზიციის ფუნქციები:· შიდა სამუშაო პროგრამების მონიტორინგი· დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიაში დანერგილი პროგრამების მეშვეობით· საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან· E-Mail-ით შემოსული საკითხების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი· შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით· ფისკალურ ტერმინალებთან დაკავშირებული დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე
კანდიდატისგან მოველით:· მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია)· საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას· კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლების ცოდნას· პასუხისმგებლობის გრძნობას, დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს· უცხო ენების ცოდნას: ინგლისური, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ:· პროფესიული განვითარების შესაძლებლობას· ჯანმრთელობის დაზღვევას· საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას· Fit pass ბარათს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.