Cashier-constant (Night)
JSC Goodwill · თბილისი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის (ღამის ცვლა) პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ძირითადი მოვალეობები:მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება;პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში (21:00-09:00, ღამე გამოშვებით);ანაზღაურება: საათობრივი, თვის ჭრილში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: ვაკე, დიღომი, საბურთალო;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: 595 22 71 84
გისურვებთ წარმატებას!