ATM and PayBox Technician
LTD BS/2 Georgia · თბილისი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;საბონუსე სისტემას შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1250-2000₾;საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას;საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.