კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მიფასი · თბილისი
კომპანია „მიფასი“ 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. „მიფასის“ სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.geFacebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს.
მოვალეობები:პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი 1400 ლ; ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან; გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:კომფორტულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევას;უფასო კორპორატიულ ნომერს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: სრული.ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!