გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი
ჰიპერმარკეტი Domino · ქუთაისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
აკონტროლებს ურიკების განლაგებას და მდგომარეობას;ალაგებს და ტვირთავს ცელოფანისა და მუყაოს ნარჩენებს;ყურადღებას აქცევს ნაგვის ურნის დაცლა გატანას პროცესს;მართავს იატაკის მოსარეცხ მანქანას და ასუფთავებს შიდა პერიმეტრს;ალაგებს ჰიპერმარკეტის გარშემო ტერიტორიას;საჭიროების შემთხვევაში ასრულებს პირადი ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივ დავალებებს.
ძირითადი მოთხოვნები:
კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;პუნქტუალურობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირაანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4fkaz4ld
გისურვებთ წარმატებებს!