← ყველა ვაკანსია

დისტრიბუტორი

მეფუტკრე · თბილისი

შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს. რას გთავაზობთ? წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის;სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი. მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;კარგი მათემატიკური უნარები;ენერგიულობა და პუნქტუალურობა;დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: ანაზღაურება: 1 200 ლარი;სამუშაო ადგილი: თბილისი;სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“

განაცხადის გაგზავნა →