ტექნიკოსი/სერვის ინჟინერი
RS Line · ქუთაისი
კომპანია "RS LINE"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის/სერვის ინჟინრის პოზიციაზე.
შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
მოვალეობები:
** ბანკომატების, ტერმინალების, ფულის მიმღები და მასორტირებელი აპარატების ტექნიკური და პროგრამული გამართვა;
** მოწყობილობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა;
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ცოდნა.
მოთხოვნები:
** აპარატურული საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერის და აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა,
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** ტექნიკური განათლება;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს.
გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1500 ლარი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების სწავლება/დატრენინგებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@rsline.ge/rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.