← ყველა ვაკანსია

სხვადასხვა - თერაპევტი

სანმედი

კლინიკა "სანმედი" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტებისთვის! თუ გსურთ იმუშაოთ მხარდამჭერ, პროფესიონალურ გარემოში და შეიტანოთ რეალური წვლილი ბავშვების განვითარებასა და დამოუკიდებლობაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ვაკანტური პოზიციები: 1. ფიზიკური თერაპევტი 2. ქცევითი თერაპევტი (ABA თერაპევტი) 3. ოკუპაციური თერაპევტი 4. მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი) ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და უნარების შეფასება. ** ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება. ** ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება. ** პროგრესის დოკუმენტირება, რეგულარული მონიტორინგი და პროგრამის კორექტირება. ** მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონსულტირება და უკუკავშირის მიწოდება. ** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (ფიზიოთერაპია, ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედია ან მომიჯნავე სფერო). ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ** სპეციალიზებული ტრენინგებისა და სერტიფიკატების ფლობა. ** ბავშვებთან მუშაობის სიყვარული, ემპათია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ? ** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ** მულტიდისციპლინურ გუნდში გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შესაძლებლობას. ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით). საკონტაქტო ინფორმაცია 555 55 08 45 sanmediclinic@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →