← ყველა ვაკანსია

კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი

Foresight FX

"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომელიც ქმნის და ავითარებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს. ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა "FXHub" - ონლაინ ვალუტის გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის კონვერტაციას კონკურენტული კურსით, სწრაფად და მარტივად. "FXHub"-ის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოზიდვა, FXHub-ის სერვისის შეთავაზება და კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი მოვალეობები: ** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება; ** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და Cold Calling-ის განხორციელება; ** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა; ** ახალი კლიენტის მოზიდვის სრული პროცესის მართვა; ** პოტენციური გარიგებებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის მართვა; ** ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და მიზანდასახულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი; ** ფინანსურ სექტორში, საბანკო სფეროში, სავალუტო ოპერაციებში ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ: ** მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ჯგუფში; ** სწრაფად განვითარებად ფინანსურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** საბონუსე სისტემას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. განაცხადის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში. (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →