მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი
თაბუკა
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
** პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
** ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც
** სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
გთავაზობთ:
** შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე
** ტრანსპორტირებას
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** სამედიცინო დაზღვევას
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
** სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.