← ყველა ვაკანსია

ქოლცენტრის ოპერატორი

მაქსთერმი

შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149 გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე, დასვენების დღე - ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე. ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი; ** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით); ** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება; ** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება; ** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება; ** ექსელში მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი. ვაკანსიის განთავსების ვადა: 01.09.2026-დან 2 კვირის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →