← ყველა ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Inex Group · ლილო

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: თბილისი (ლილო) სამუშაო აღწერილობა: ** შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება; ** მომხმარებლისთვის საკურიერო მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა. საკურიერო მომსახურების გაფორმება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში; ** გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (სტატუსი, მდებარეობა, მიწოდების ვადები) და მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება; მოთხოვნები: ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →