← ყველა ვაკანსია

საწარმოს თანამშრომელი

მეფუტკრე

შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას თაფლის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, ფიზიკურად აქტიურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაოთი. ძირითადი მოვალეობები: ** რეზერვუარებში თაფლის ჩამოსხმა; ** ქილების რეცხვა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება; ** ჩამოსასხმელი აპარატით პროდუქციის ჩამოსხმა და შეფუთვა; ** პროდუქციის ეტიკეტირება; ** მზა პროდუქციის დასაწყობება; ** საწარმოში სხვადასხვა მიმდინარე და დამხმარე სამუშაოს შესრულება. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭიროა 20-30 კგ-მდე წონის აწევა. სამუშაო გრაფიკი: ** კვირაში 3 დღე — ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი; ** სამუშაო საათები — 09:00-18:00; ** შესვენება — 1 საათი; ** შაბათი და კვირა — დასვენება. ** ნოემბრიდან პოზიცია გადადის სრულ განაკვეთზე — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: კვირაში 3 სამუშაო დღის პირობებში — 900 ლარი ხელზე; ნოემბრიდან, სრულ განაკვეთზე გადასვლის შემდეგ — 1 650 ლარი ხელზე. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებს ადგილზე შეგასწავლით. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "საწარმოს თანამშრომელი".

განაცხადის გაგზავნა →