← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

თურსა

სს "თურსა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1200 ლარს +500 დან -1200 ლარამდე ბონუსს ** 6 დღიან სამუშაო კვირას, 1 დღე დასვენება ** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას ** მე-13 ხელფასი ** ანაზღაურებად სტაჟირებას ** ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას ** დასაქმების მარტივ პროცედურას ** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა ** სადისტრიბუციო პროდუქციის მითვლა და განთავსების ორგანიზება ** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი ** ფასების ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასმაჩვენებლების შესაბამის პროდუქტებთან განთავსება ** პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე ** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სავაჭრო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი". კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

განაცხადის გაგზავნა →