← ყველა ვაკანსია

პროდუქტ მენეჯერი

SGS Dental Georgia

"SGS Dental"-ის საიმპლანტაციო სისტემების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სტომატოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი); ** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; ** სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობისა და პროდუქციის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით სტომატოლოგიურ სფეროში); ** პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint); დამატებითი მოთხოვნები: ** საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქციის (საიმპლანტაციო სისტემების) სიღრმისეული შესწავლა, პოზიციონირება და ბაზარზე დანერგვა; ** ექიმ-სტომატოლოგებთან და კლინიკებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ** პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე: sgsdentalge@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროდუქტ მენეჯერი"). ჩვენ შესახებ: კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SGSdentalG

განაცხადის გაგზავნა →