← ყველა ვაკანსია

წარმოების ოპერატორი, შემფუთავ-დამფასოებელი

Caucasian PET Company · რუსთავი

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: 1. წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია მოთხოვნები: ** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია). ** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია). ** კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა. ** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა. ** ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა. ** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე. თანამდებობრივი მოვალეობები: ** ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი. ** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება. ** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა. ** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება. ** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება. სამუშაო პირობები: ** ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება). ** ანაზღაურება - 1100 ლარი ხელზე სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). სასწავლო პერიოდის გასვლის შემდეგ - 1500 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით). 2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი. ** ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი. ** ქართული ენის ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა. ** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე. თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს: ** მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ. ** მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ. ** შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება. ** წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება. ** სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი. სამუშაო პირობები: ** ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება). ** ანაზღაურება - 1400 ლარი ხელზე. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით). სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com

განაცხადის გაგზავნა →