← ყველა ვაკანსია

დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი

Fortis Pharmaceuticals

ვეძებთ გამოცდილ დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ლაბორატორიის ტექნიკურ მიმართულებაზე, სამუშაო პროცესების ორგანიზებაზე, ხარისხის კონტროლსა და გუნდის განვითარებაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** დენტალური ლაბორატორიის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა; ** ტექნიკოსებს შორის სამუშაოს სწორად განაწილება; ** წარმოების ვადებისა და დატვირთვის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის საბოლოო კონტროლი; ** ექიმებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია; ** რთული კლინიკური შემთხვევების ტექნიკური დაგეგმვა; ** CAD/CAM workflow-ის ორგანიზება და განვითარება; ** Exocad / 3Shape-ის გამოყენება და გუნდის მუშაობის კონტროლი; ** milling, 3D printing, zirconia, PMMA, lithium disilicate, ceramic და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა; ** განმეორებითი შეცდომების მიზეზების ანალიზი და corrective action-ის დანერგვა; ** ტექნიკოსების პროფესიული განვითარების ორგანიზება; ** ახალი თანამშრომლების შერჩევასა და ადაპტაციაში მონაწილეობა; ** მასალებისა და ტექნიკური რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი; ** ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტებისა და სამუშაო პროტოკოლების შექმნა. კანდიდატის მოთხოვნები: ** დენტალურ ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არა სავალდებულო); ** ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროთეზირების მიმართულებით; ** CAD/CAM სისტემების კარგი ცოდნა; ** Exocad-ის ან 3Shape-ის პრაქტიკული გამოცდილება; ** თანამედროვე ციფრული დენტალური workflow-ის ცოდნა; ** მაღალი ხარისხის კონტროლის უნარი; ** გუნდთან მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება; ** ექიმებთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. თუ გაქვთ გამოცდილება ლაბორატორიის პროცესების ოპტიმიზაციაში, ხარისხის სისტემის შექმნაში, CAD/CAM მიმართულების განვითარებაში ან გუნდის მართვაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი უპირატესობა. ანაზღაურება: 5000 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. კანდიდატის შერჩევა მოიცავს ინტერვიუს და პრაქტიკულ/ტექნიკურ შეფასებას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrvacinbox@gmail.com. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული გასაუბრებაზე. ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →