Accountant's Assistant
JSC TBC Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ;განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
ფუნქცია-მოვალეობები:
პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების აღრიცხვა;საბანკო გადარიცხვების დავალებების მომზადება;ბანკის ამონაწერების დამუშავება და შესაბამის საბუღალტრო ჩანაწერებთან შეჯერება;საბუღალტრო ბაზების სისტემატიზაცია და დოკუმენტაციის არქივირება;საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვება;დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;ბუღალტრისა და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების დროული და ზუსტი შეყვანა;შიდა და გარე აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;RS.ge-სა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.